პორტუგალიის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი "პორტუ" ევროპაშიც საკმოად სახელმოხვეჭილია. "დრაკონებს" ჩემპიონთა ლიგა (თასი) ორჯერ მოუგიათ 1987 და 2004 წლებში. გარდა ამისა, ამ გუნდს თავისი სათამაშო ხელწერა აქვს, რის გამოც გულშემატკივართა შორის მოწონებასა და პატივისცემას ყოველთვის იმსახურებს.
ეს, მიუხედავად იმისა, რომ "პორტუ" ბოლო წლების განმავლობაში თავის გამორჩეულ ფეხბურთელებს სტაბილურად ევროპის სხვადასხვა კლუბებში ასხვისებს.
ბოლო ასეთი შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, როცა ბრაზილიელი მცველი ალექს სანდრო ტურინის "იუვენტუსში" 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისა.
წარმოგიდგენთ, ამ გუნდის 20 ყველაზე სარფიანად გასხვისებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენს ფოტოკოლაჟში იხილავთ.