ფეხბურთი

14:12 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაური რომში დაბრუნდა

რომის "ლაციოს" ყოფილი კაპიტანი სტეფანო მაური ოფიციალურად დაუბრუნდა. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. მაურიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 35 წლის მაური გუნდს ორთვიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

მაური "ლაციოში" 2005 წელს, "უდინეზედან" გადავიდა და ბოლო წლებში კაპიტანიც იყო. გასულ სეზონში კი სერია A-ში ნახევარმცველისთვის საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

0.116298