“ესპანიოლის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი და მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი მარკო ასენსიო ბარსელონურ გუნდში 2015/16 წლების სეზონს იჯარის წესით გაატარებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი “სამეფო გუნდმა” “მალიორკადან” 2015 წლის პირველ ივლისს დაიმატა და უმალვე სხვა გუნდში გაანათხოვრა. ასენსიომ გასული სეზონში კუნძულელთა რიგებში 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.