მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველმა დიეგო გოდინმა “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება.
სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. 5 სეზონის განმავლობაში მცველმა 210 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
“როხიბლანკოსთან” ერთად გოდინმა ლა ლიგა (2013/14), ესპანეთის თასი (2012/13), სუპერთასი (2014), უეფას ევროპის ლიგა (2011/12), უეფას სუპერთასი (2010, 2012) მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონში ფინალში ითამაშა.