2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ჰოლანდია ესტონეთის დედაქალაქ ტალინს სტუმრობს და ოთხთა ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებაც მოასწრო.
ტოონ ვან ჰელფტერენის შეგირდები ფილიპინების ეროვნულ გუნდს გაეჯიბრნენ და მოწინააღმდეგე 89:62 გაანადგურეს. საინტერესოა, რომ მატჩის 3 მეოთხედი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტი კი მე-3 ათწუთეული გამოდგა, რომელიც “ნარინჯისფრებმა” 29:4 (!) მოიგეს.
ჰოლანდიის ნაკრებს 15 ქულითა და 7 მოხსნით როელანდ შაფტენაარმა ულიდერა, ჰენკ ნორელმა 12 ქულა ჩააგდო, ჩარლონ კლოოფმა კი – 11.
ფილიპინელთა რიგებში გამორჩეული ნბა-ში გამობრძმედილი ენდრიუ ბლატჩი იყო, რომელსაც “ვაშინგტონ უიზარდსა” და “ბრუკლინ ნეთსში” ჯამში 9 წელი აქვს გატარებული, გასული სეზონიდან კი ჩინურ “ქსიჯიანგში” ირიცხება.
ბლატჩმა ფილიპინების მოქალაქეობა 2014 წლის ივნისში მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ჰოლანდიასთან მატჩში კი მოედანზე 27:52 წუთი გაატარა და 7 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრები ტალინის ტურნირზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. 21 აგვისტოს, “ნარინჯისფერთა” მეტოქე ისლანდია იქნება, 22-ში კი მასპინძელ ესტონეთთან თამაშია დაგეგმილი.
დღეს, ესტონეთმა ისლანდიას 85:65 სძლია.
ჰოლანდია – ფილიპინები 89:62 (21:20, 18:18, 29:4, 21:20)
ჰოლანდია: კლოოფი (22 წ. 11 ქ. 3 მ.), ხერაზი (14 წ. 5 ქ.), შაფტენაარი (23 წ. 15 ქ. 7 მ.), ნორელი (16 წ. 12 ქ.), სლაგტერი (18 წ. 7 ქ. 3 მ.); ფრანკე (12 წ. 4 ქ.), უილიამსი (18 წ. 6 ქ.), ვ.დე იონგი (21 წ. 8 ქ. 5 მ.), პაგტერი (16 წ. 2 ქ. 7 მ.), აკერბოომი (15 წ. 7 ქ.), ნ.დე იონგი (14 წ. 6 ქ.), სმეულდერსი (11 წ. 6 ქ. 3 მ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.