ფეხბურთი

22:18 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი გაურკვევლობაში

კატალონიის “ბარსელონას” გერმანელმა კიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გუნდის საწყის 2 ოფიციალურ მატჩში (ევროპის სუპერთასზე “სევილიასთან” და ესპანეთის სუპერთასზე “ატლეტიკთან”) 4-4 გოლი გაუშვა და ბილბაოელებთან საპასუხო შეხვედრაში ლუის ენრიკემ კამპ ნოუელთა კარის დაცვა კლაუდიო ბრავოს მიანდო.

“ვერ გეტყვით, ვითამაშებ თუ არა პრიმერა დივიზიონის მატჩებში. ეს დამრიგებლის გადაწყვეტია, მე კი არაფერს დავიშურებ ლუის ენრიკეს ნდობის მოსაპოვებლად”, - ამბობს გერმანელი კიპერი.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ტერ შტეგენი ლა ლიგის მატჩებში არ ასპარეზობდა, კატალონელთათვის ტრიუმფულ ჩემპიონთა ლიგაში კი “ბარსას” ძირითადი მეკარე გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095404