ფეხბურთი

20:55 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გამოძიება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას ხელს არ შეუშლის

ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის მთავრობების გამოძიება, რომელიც ფიფაში კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას ხელს არ შეუშლია.

Reuters-ის ცნობით, პროკურორები ნიუ იორკსა და ციურიხში სწავლობენ, იყო თუ არა დარღვევები ყატარისათვის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების უფლების მინიჭებისას. შვეიცარიელი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ფიფასთან დაკავშირებული გამოძიება მათ არ მიიყვანს მტკიცებულებამდე, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების რუსეთისთვის მინიჭებაში რაიმე დარღვევას აღმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების დროს გაქრა ის კომპიუტერები, რომლებიც რუსეთის დელეგაციას გადაწყვეტილების მიღებისას თან ჰქონდა და სადაც მნიშვნელოვანი მონაცემები ინახებოდა. რუსეთი-2018-ის ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი სოროკინმა აღნიშნა, რომ ამ კომპიუტერების გაქრობაში არაფერია კრიმინალური. მისი თქმით, ეს კომპიუტერები დაუბრუნდა სკოლებს, საიდანაც არენდით იყო აღებული და მერე როგორც მოძველებულები, განადგურდა.

0.097048