კალათბურთი

20:22 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტერიმ “ჰიუსტონში” დარჩენა გადაწყვიტა

37 წლის გამოცდილმა მსროლელმა ჯეისონ ტერიმ “ნიუ ორლეანში” გადასვლაზე უარი თქვა და “ჰიუსტონ როკითსში” დარჩენა გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას Espn ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში ტერი ტეხასურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

განვლილ სეზონში ტერი საშუალო ერთ მატჩში 7 ქულას და 1.9 პასს აგროვებდა.

0.116834