ფეხბურთი

20:01 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გატუზომ “პიზა” ჩაიბარა

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო, იტალიის მესამე ლიგის კლუბ “პიზას” მთავარი მწვრთნელი გახდა.

ახალი თავკაცის დანიშვნის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

ცნობილია, რომ კონტრაქტზე ხელმოწერის დასმისთანავე გატუზო ახალ გუნდში პირველ ვარჯიშს გამართავს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მწვრთნელობა სულ რაღაც ორი წელიწადია რაც დაიწყო და უკვე ოთხ კლუბში მოასწრო მუშაობა: “სიონი”, “პალერმო”, “ოფი” და “ნოვარა”.

0.114879