ფეხბურთი

18:24 | 20.08.2015 | ნანახია 956 - ჯერ

“რომამ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” ლეგა პროში დაქვეითებული “კატანიას” სლოვაკი მცველი ნორბერტ გიომბერი გაიფორმა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. 23 წლის ფეხბურთელი რომში მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

“რომა” მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეული გუნდია და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით” – ამბობს სლოვაკი მცველი.

გიომბერი იტალიაში 2013 წელს ჩავიდა, როცა სიცლიური “კატანიას” მაისური მოირგო. მას სერია A-ში 18 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.121668