ფეხბურთი

13:01 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდრო “ბებერი ქალბატონი” გახდა

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, “ბებერმა ქალბატონმა” პორტუგალიური “პორტუს” მცველი ალექს სანდრო გაიფორმა. 24 წლის განაპირა მცველი უკვე ტურინშია, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

“1991 წელს დაბადებული მარცხენა მცველი ალექს სანდრო “ფორნაკას” კლინიკაში” სამედიცინო შემოწმებას გადის”, - წერს “იუვეს” ვებგვერდი.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ტურინულ გრანდს 22 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც ბონუსები დაემატება. იგი “პორტუში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, როდესაც “დრაკონებს” “სანტოსიდან” შეუერთდა.

0.116227