ფეხბურთი

12:08 | 20.08.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ლაციო” და მაური შეთანხმდნენ

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი სტეფანო მაური რომის “ლაციოს” უბრუნდება. ამის შესახებ sky sport-ი იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, მხარეები ყველა დეტალზე უკვე შეთანხმებულნი არიან და კონტრაქტსაც მალე გააფორმებენ. 35 წლის ფეხბურთელი ამჟამად უგუნდოდაა და იგი ბოლოს სწორედ “არწივების” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებიც გასული სეზონის დასრულების შემდგომ დატოვა, თუმცა როგორც ჩანს, დროებით. “ლაციალეს” ხელმძღვანელობას მაურის გუნდში დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე აქვთ განზრახული.

მაური რომში 2005 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და ბოლო სეზონების განმავლობაში გუნდის კაპიტანიც იყო. შარშან მან სერია A-ში 9 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:25 | 10.04.2015
chamilo (33560)

F.C.I BAYERN MUNICH და აბა რას ელოდი?ბაიერნის ტაქტიკა ფრთხილი იყო,დაცვაში კარგად თამაშზე გააკეთეს აქცენტი,პორტოსთან თამაშში კი სულ სხვა იქნება,რადგან იქ რიბერი,შვაინა იქნება

18:45 | 10.04.2015
F.C.I BAYERN MUNICH (124)

ბაიერნმა 3 თამაშში 1 ბურთი გაიტანაა რა ცუდიი სტატისტიკააა

18:45 | 10.04.2015
F.C.I BAYERN MUNICH (124)

ბაიერნმა რაც ლევერკუზნთან აჩვენა იმ თამაშით შორს ვერ წავა,პორტუსთან დზაან გაუჩირდება,რა დროს დააკლდა რიბერი რობენი ალაბა,მაგარი ტეხავსსს,ბაიერნი წელსს ლიგის მომგებიი ვერაა.

0.07173