ჩოგბურთი

22:56 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა დაასრულეს

ალექსანდრე მეტრეველის კვალად, მინსკში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს მე-2 ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ჯავახიშვილიც გამოეთიშა.

ჯავახიშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპსაც უწია, სადაც ყაზახ დენის იევსეევთან 4:6, 4:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილმა და უკრაინელმა დმიტრო ბადანოვმა ბელარუსებს ლიანონენკას და ზუბკოუს 6:3, 6:4 სძლიეს, მეოთხედფინალში კი მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტთან (შილა-ვასილევსკი) 2:6, 1:6 წააგეს.

ქართველთა გარეშე გაგრძელდება თურქულ იზმირში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირიც. თამარ ჭალაგანიძე პირველ წრეში მე-2 რეიტინგის მქონე ბულგარელ იულია სტამატოვას გაეჯიბრა და 0:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილებში ჭალაგანიძემ და ჩინელმა იუენუ ლიმ თურქებს ჩაკირერს და კარაალილერს 6:1, 6:1 მოუგეს, მეოთხედფინალში კი რუსულ დუეტს (აპონასენკო-ბელენოვა) ვეღარ გაუმკლავდნენ – 3:6, 4:6.

რაც შეეხებათ ლანა კენჭიაშვილს და თურქ დოგა ტაკუნიაჩის, ისინი პირველივე რაუნდში გერმანულ წყვილთან (ნიედმერსი-ვახაჩიკი) დამარცხდნენ – 2:6, 0:6.

0.115056