ფეხბურთი

21:16 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” გერმანელი მცველი დაიმატა

იტალიურმა “რომამ” 19 აგვისტოს 22 წლის გერმანელი მცველი ანტონიო რიუდიგერი წარადგინა. რომაულმა კლუბმა რიუდიგერი “შტუტგარტიდან” არენდის წესით 4 მილიონ ევროდ 1 წლით გადაიბირა. აღნიშნულ ინფორმაციას რომაული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც წყარო იუწყება თუ “რომა” 22 წლის ფეხბურთელის შეძენას გადაწყვეტს კლუბმა “შტუტგარტს” დამატებით 9 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ანტონიო რიუდიგერი “შტუტგარტის” ღირსებას 2012-15 წლებში იცავდა, სადაც მცველმა 66 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ანტონიო გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა, რიოდიგერმა მსოფლიო ჩემპიონების მაისური 6-ჯერ მოირგო.

0.118215