ფეხბურთი

19:37 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომში მატრიზე დაფიქრდნენ

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ლაციომ” შესაძლოა, “მილანის” 31 წლის ფორვარდი ალესანდრო მატრი დაიმატოს. ამის შესახებ გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს. იტალიელი ჟურნალისტების თქმით, “ბიანკოჩელესტეს” თავდამსხმელის დამატების აუცილებლობა მას შემდგომ დაუდგა, რაც მიროსლავ კლოზე დაშავდა, ხოლო მეორე ცენტრფორვარდი ფილიპ ჯორჯევიჩი ისედაც ტრავმირებული ჰყავდა.

საუბარია მატრის ერთწლიან იჯარაზე. თანაც, ალესანდროს “მილანში” არ დაედგომება, რადგან სინიშა მიხაილოვიჩი მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავს.

გასული სეზონი მატრიმ ასევე იჯარით ორ გუნდში გაატარა. იგი ჯერ “ჯენოას”, შემდგომ კი “იუვენტუსის” რიგებში გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ მატრიმ “იუვეს” მაისურით იტალიის თასის ფინალის დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი სწორედ “ლაციოს” გაუტანა.

0.113475