ფეხბურთი

19:09 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინს “ბეტისი” მოენატრა, თუმცა ფლორენციაში იგი არ ეთმობათ

ფლორენციის “ფიორენტინას” ვეტერან ნახევარმცველ ხოაკინ სანჩესს სევილიის “ბეტისში” დაბრუნება უნდა. ამის შესახებ იტალიურ მედიას, კერძოდ, “რადიო ტოსკანა”-ს ფეხბურთელის აგენტმა ედუარდო ესპეხომ განუცხადა.

“ხოაკინი 34 წლისაა და მშობლიურ გუნდში დაბრუნება სურს. ეს არაა ფულის გამო მიღებული გადაწყვეტილება, არამედ იგი გულიდან მომდინარეობს. მას “ფიორენტინას” დატოვება ერთი წლის წინაც შეეძლო, თუმცა იგი პროფესიონალია და ასე არ მოიქცა. ახლა კი განსხვავებული სიტუაციაა. ჩემი კლიენტი “ფიორენტინას” მაისურსა და გულშემატკივრებს ძალიან დიდ პატივს სცემს. მან ამ გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა”, - თქვა ესპეხომ.

თავის მხრივ, “ფიორენტინას” ქომაგებთა ხოაკინს დარჩენა საჯაროდ სთხოვეს და მის მიმართ კეთილგანწყობილი ბანერები კლუბის ბაზაზე გამოფინეს.

ხოაკინი “არტემიო ფრანკიზე” ორი წლის წინ გადავიდა და ქომაგთა სიყვარული მალევე მოიპოვა. “ბეტისში” კი იგი მაშინ ასპარეზობდა, როდესაც საფეხბურთო სამყარომ კარგად გაიცნო. ეს 2000-2006 წლებში იყო.

თეგებიხოაკინი
0.149578