“გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელი სტეფ კარი Teen Choice Awards-ის გამარჯვებული გახდა. Teen Choice Awards-ი ამერიკის შეერთებულ შტატების ყოველწლიური დაჯილდოვებაა, სადაც თინეიჯერები ხმას აძლევენ წლის საუკეთესო სპორტსმენებს, მსახიობებს და მუსიკოსებს.
წლევანდელ სპორტულ დაჯილდოვებაზე წარდგენილნი იყვნენ: სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი, ტომ ბრედლი და კრიშტიანუ რონალდუ. თინეიჯერების ფავორიტი სეფ კარი აღმოჩნდა, რომელიც 2014-15 წლის რეგულარული ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე გახდა და ასევე გამთამაშებელმა “გოლდენ სტეიტთან” ერთან ნბა-ს ჩემპიონობა იზეიმა.
კარის Teen Choice Awards-ის ჯილდო სერფინგის დაფა გადაეცა.









