ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” გერმანიის ჩემპიონ მიუნხენის “ბაიერნს” ნახევარმცველ ტომას მიულერის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს სთავაზობს. ამის შესახებ ავტორიეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება.
“მანკუნიანელთა” ჰოლანდიელ თავკაც ლუის ვან გაალს გერმანელი ფეხბურთელის თავისი გუნდის რიგებში ხილვა უკვე კარგა ხანია სურს და როგორც ჩანს, მის გადმოსაბირებლად თანხას არ იშურებს.
შეგახსენებთ, რომ მიულერამდე “წითელმა ეშმაკებმა” “ბაიერნიდან” ბასტიან შვაინშატიგერი დაიმატეს. ტომას “მიულერს” აქამდე მიუნხენური გრანდის გარდა, სხვა გუნდში არ უთამაშია.