საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სექტმებერში გასამართი მატჩებისთვის ნაკრებში თბილისის “დინამოს” ნახევარმცველ მათე ცინცაძეს უხმო. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი წერს.
აქამდე 20 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში ორჯერ იყო მიწვეული, თუმცა არ უთამაშია.
“ჯვაროსნები” 4 სექტემბერს, შოტლანდიას დაუხვდებიან, ხოლო სამი დღის შემდგომ ირლანდიის ნაკრებს ეწვევიან.