ჩოგბურთი

11:02 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ცინცინატში პირველი გამარჯვება იზეიმა (+VIDEO)

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ცინცინატის მასტერსზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ტურნირის 1/16-ფინალში ფედერერმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი 6:4, 6:4 დაამარცხა. როჯერმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

ფედერერმა 6 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ესპანელმა 4 ეისი მოაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა.

ტურნირის 1/8-ფინალში როჯერის მეტოქე ანდერსონ-სოკის წყვილის გამარჯვებული იქნება.

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველ წრეში ფრანგ ბენუა პერს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

ცინცინატის საპრიზო ფონდი 4 457 065 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ცინცინატის მასტერსი ღია ერაში ყველაზე მეტჯერ 6-ჯერ როჯერ ფედერერს აქვს მოგებული (2005, 2007, 2009, 2010, 2012, 2014)

ფედერერი – ბაუტისტა-აგუტის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები VIDEO

0.114769