სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” იტალიელი ნახევარმცველის, დომენიკო კრიშიტოს აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ განაცხადა, რომ მისი კლიენტის მომსახურებით მილანის “ინტერია” დაინტერესებული.
იტალიური კლუბის სკაუტები გამთამაშებელს ეძებენ და მათი ინტერესის სფეროში 28 წლის თანამემამულე მოხვდა, რომელიც 2011 წლიდან რუსეთში თამაშობს.
“ინტერის” მხრიდან დიდი ინტერესია, მაგრამ მოცემული მომენტისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკებაში არანაირი პროგრესი არაა” - განუცხადა SportItalia-ს დ’ამიკომ.