ფეხბურთი

19:25 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფებით ხურდება

დღეს და ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართება. დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იტალიის დედაქალაქ რომში გასამართი მატჩი იწვევს – “ლაციო” ლევერკუზენის” ბაიერს” დაუხვდება.

სპეციალისტები ამ წყვილში უპირატესობას გერმანელებს ანიჭებენ, რაც გასაკვირი არაა. “ლაციოს” ძირითადი მეკარე ფედერიკო მარკეტი დააკლდება. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშაა წამყვანი მცველის სტეფან დე ვრეის თამაშიც. გუნდებმა ახლა სეზონში თითო ოფიციალური მატჩის გამართვა მოასწრეს – “ლაციო” იტალიის სუპერთასზე “იუვენტუსთან” დამარცხდა (0:2), ხოლო “ბაიერმა” ბუნდესლიგაში “ჰოფენჰაიმს” კისლინგისა და ბრანდტის გოლებით აჯობა (2:1).

“ლევერკუზენმა” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალს უწია, სადაც მადრიდის “ატლეტიკოსთან” პენალტების სერიაში წააგო. “ლაციომ” კი ბოლოს ლიგის ჰიმნი 2006-2007 წლების სეზონში მოისმინა, როცა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს 1999-2000 წლების სეზონის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დაუპირისპირდა და ორჯერვე შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა.

1999 წლის 27 ოქტომბერს გუნდებმა რომში შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლაციო”: მარკეჯანი, ფავალი, კოუტუ, მიხაილოვიჩი, პანკარო, კონსეისაო (სტანკოვიჩი 76), ალმეიდა, ვერონი (სიმეონე 89), ნედვედი, ბოკშიჩი (ს. ინძაგი 59), სალასი

“ლევერკუზენი”: მატისეკი, რეები (ჰეიდუკი 67), ნოვოტნი, ჟივკოვიჩი, კირსტენი (მამიჩი 88), ემერსონი, გრესკო (ჰაპე 25), ბეინლიხი, შნაიდერი, ნოივილი, რამელოვი

საინტერესოა, რომ “ლევერკუზენი” ერთადერთი გერმანული გუნდია, რომელიც “ლაციოს” საკუთარ მოედანზე დამარცხებული არ ჰყავს – 5 მატჩი, 4 მოგება, 1 ფრე.

“ფარმაცევტებმა” კი იტალიაში ჩატარებული 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, სამჯერ წააგეს და ამდენჯერვე ფრედ ითამაშეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია, პაროლო; ანდერსონი, კლოზე, კანდრევა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ბენდერი, კრამერი; ბელარაბი, ჩალანოღლუ, სონი; კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება “მანჩესტერ იუნაიტედი”. “ოლდ ტრაფორდელებს” შარშან ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე არ უასპარეზიათ და ახლა, ორმაგი მოტივაციით ითამაშებენ. მათი მეტოქე კი ბელგიური “ბრიუგეა”. ამ მატჩის წინ ბელგიელთა შანსი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება. ლუის ვან გაალის გუნდმა სეზონი ჩინებულად დაიწყო და პრემიერლიგის საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი. “ბრიუგეს” კი ბელგიის იუპერ ლიგაში 4 მატჩში 7 ქულა აქვს.

ბელგიელებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ათენის “პანათინაიკოსს” ორი მატჩის ჯამში 4:2 აჯობეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მანჩესტერი” (4-2-3-1): რომერო; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ; ქერიკი, შნეიდერლინი; მატა, იანუზაი, დეპაი; რუნი

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

“ბრიუგე” (4-3-3): ბრუზესე; დე ფოვი, მეკელე, დუარტე, დე ბოკი; სიმონსი, ვორმერი, ვანაკენი; დიაბი, დე სუტერი, ვასკესი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

არასაჩემპიონო ბადიდან კიდევ ერთი მატჩი ლისაბონშია დაგეგმილი. “ჟოზე ალვალადეზე” “სპორტინგი” რუსეთის ვიცე-ჩემიონ ცსკას უმასპინძლებს. არმიელებმა წინა ეტაპზე პრაღის “სპარტას” ბარიერი დრამატულად გაიარეს. მოსკოვში ნათამაშები ყაიმის შემდეგ (2:2), ჩეხები შინ ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა სამი გოლი გაუშვეს და ახლა პორტუგალიაში მათ ნაცვლად რუსები ითამაშებენ.

“სპორტინგმა” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლია, მაგრამ საკმაოდ კარგი და გამართული ფეხბურთი აჩვენა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მისგან ახლაც იგივეს ელიან. ლისაბონელთა მსგავსად ჯგუფური ეტაპი შარშან ვერც ცსკამ გადალახა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სპორტინგი” (4-4-2): პატრისიო; პერეირა, ოლივეირა, ნალდო, ჯეფერსონი; ჟოაო მარიო, სილვა, კარილიო, რუისი; უტიერესი, სლიმანი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, ნაბაბკინი; ნათხო, ვერნბლუმი; ტოშიჩი, იერემენკო, ძაგოევი; მუსა

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

ბორისოვში, ბელორუსის ჩემპიონი “ბატე” ბელგრადის “პარტიზანს” ხვდება. ორივე გუდნის მიზანი ცალსახაა – ჯგუფში შესვლა. “ბატე” ბოლო წლებში ამ მიზანს სტაბილურად აღწევს და ამ წყვილშიც მეტი შანსი აქვს. სერბებმა კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ჩემპიონ გორის “დილას” აჯობეს, რის შემდგომაც შიდაქართლელთა გზას ბუქარესტის “სტიაუაც” გაუყენეს.

დღეს საღამოს პირველი მატჩი ყაზახეთში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ჩემპიონი “ასტანა” კვიპროსის უძლიერეს გუნდ ნიქოზიის “აპოელს” უმასპინძლებს. კუნძულელები ფავორიტები არიან, რადგან ზურგს ასტანელებზე გაცილებით მეტი გამოცდილება უმაგრებთ, მაგრამ ყაზახური გუნდის ჩამოწერა რომ არ ივარგებს, უკვე დამტკიცდა...

0.13043