ფლორენციის “ფიორენტინამ” გუნდის ორ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტების გაფორმება შესთავაზა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანელი მცველი მარკოს ალონსო და ჩილელი ნახევარმცველი მატიას ფერნანდესი კლუბისაგან ახალ შეთავაზებებს მიიღებენ. საქმე ისაა, რომ ერთი წლის შემდეგ ორივე მოთამაშე თავისუფალი აგენტი ხდება.
24 წლის ალონსოს სერია ა-ს გასულ სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 29 წლის ფერნანდესის ანგარიშზე 29 მატჩში 2 გატანილი გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.