ფეხბურთი

18:42 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ვიტსელთან მოლაპარაკებები დაადასტურა

იტალიური “მილანი” სანქტ-პეტერბურგის “ზენიტიდან” ბელგიელი ცენტრალური ნახევარმცველის, აქსელ ვიტსელის შეძენის იდეას არ ეშვება.

SportItalia-ს ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელობა “ზენიტის” წარმომადგენლებთან 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მომავალ კვირაში აპირებენ.

საუბარი იმაზე, რომ ბელგიის ნაკრების მოთამაშე “მილანში” გადავიდოდა, მთელი ზაფხული არ წყდებოდა, თუმცა, რუსულ კლუბში ფიქრობენ, რომ იტალიელებს ვიტსელის ტრანსფერისთვის საჭირო ოდენობის ფული არ ექნებათ. მიუხედავად ამისა, მილანელები მაინც აპირებენ რუსეთში ჩასვლას, რათა საბოლოოდ გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა აქსელის ყიდვა.

უარის შემთხვევაში “მილანს” სათადარიგო ვარიანტიც აქვს და “სამპდორიადან” რობერტო სორიანოს შეძენას შეეცდება.

0.110249