ფეხბურთი

18:20 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩიჩი 6 წლით “სანტიაგო ბერნაბეუზე”

მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხორვატ ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის შემტევ შუახაზელს “სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკას ოთხშაბათს წარუდგენენ. კოვაჩიჩის მილანის “ინტერიდან” შეძენა “სამეფო კლუბს” 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

მეტეომ პროფესიული საფეხბურთო კარიერა ზაგრების “დინამოში” დაიწყო, შემდეგ კი ორწელიწადნახევარი “ნერაძურიში” დაჰყო. ხორვატთა ეროვნულ გუნდში კოვაჩიჩს 21 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169019