სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:21 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიანიმ ორ თვეში სამი გუნდი გამოიცვალა

რომის “ლაციოს” ყოფილი მცველი მიშელ სიანი კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარ “ესპანიოლში” გააგრძელებს. ამის შესახებ კატალონური გუნდის ვებგვერდი წერს. სიანიმ ბარსელონელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა მესამის გახანგრძლივების პერსპექტივით.

აღსანიშნავია, რომ ჟირონდას “ბორდოს” ექსუკანახაზელმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მესამე გუნდი შეიცვალა. ფრანგმა გასული სეზონის დასრულების შემდგომ “ლაციო” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კონტრაქტი ლისაბონის “სპორტინგთან” გააფორმა, მაგრამ ლუზიტანური გუნდი ზუსტად ერთ თვეში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118583