იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” გერმანული “შტუტგარტისა” და გერმანიის ნაკრების წევრი ანტონიო რუდიჯერი დაიმატა. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” წერს.
22 წლის მცველი უკვე რომშია და “მგლებთან” იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო მისი გამოსყიდვა იტალიელებს ერთი წლის შემდგომ შეეძლებათ.
რუდიჯერს აქამდე მხოლოდ “შტუტგარტში” აქვს ნათამაშები, გასულ სეზონში კი ბუნდესლიგაში 19-ჯერ იასპარეზა. გერმანიის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელს 6 მატჩი აქვს გამართული.