ფეხბურთი

16:23 | 17.08.2015 | ნანახია 2778 - ჯერ

დე ხეა აგენტს დაითხოვს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დახურვამდე მადრიდის “რეალში” გადასვლა უნდა.

El Confidencial-ის ცნობით, თუ აგვისტოს ბოლომდე ტრანსფერი არ შედგება, 24 წლის ესპანელი საკუთარ აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან კონტრაქტს გაწყვეტს. წყაროს ინფორმაციით, დე ხეამ სამი წლის წინ მენდეშთან შეთანხმებას იმ პირობით მოაწერა ხელი, რომ ის ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” გადასვლაში დაეხმარებოდა.

ცნობილია, რომ “რეალი” ტრანსფერის სანაცვლოდ “მანჩესტერისთვის” 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და თუ თანხა არ შემცირდება, მზადაა ერთი წელი მოიცადოს და დავიდი ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდოს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:32 | 17.08.2015
meleksa (1841)

ჯუღელი გახდება ამის აგენტი

16:41 | 17.08.2015
Walkabout (1869)

და სკა-ენერგიაში გადაიყვანს, დააბოლებს მანდ დიდი პერსპექტივააო და რეალში ტრამპლინად გამოგადგებაო...

16:28 | 17.08.2015
M.U2015 (19400)

Dაითხოვა რა მერე? ჩვენი კაცი მოუბრუნდება ისევ

0.123652