ფეხბურთი

14:58 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ კოვაჩიჩის “რეალში” გადასვლა დაადასტურა

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ფინანსური ფეირ-პლეის გამო, კლუბი იძულებული გახდა ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი გაეყიდა.

Goal-ის ცნობით, იტალიელებმა მადრიდის “რეალის” წინადადება მიიღეს და ესპანელებმა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ. ხორვატი “სამეფო კლუბთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიური ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

“რა უნდა გვექნა ასეთ სიტუაციაში? არსებობს წესები, რომელთა პატივისცემა სავალდებულოა. აუცილებელია ფინანსურ ფეირ-პლეის დაემორჩილო, თორემ ჩვენ კოვაჩიჩის გასხვისება არ გვინდოდა” - განაცხადა მანჩინიმ აეკ-თან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ და დაამატა:

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ მებრძოლი გუნდის შექმნა არ გვინდა. ჩვენ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი შევიძინეთ. რაც შეეხება შაკირის, ის იმავე მიზეზის გამო წავიდა, რისი გულისთვისაც კოვაჩიჩმა დაგვტოვა”.

შეგახსენებთ, რომ შაკირი “სტოკ სიტიში” 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. რაც შეეხება შენაძენებს, მათ შორის აღსანიშნავია ჟოფრეი კონდოგბია (40 მილიონი ევრო), სტევენ იოვეტიჩი და მარტინ მონტოია (ორივე იჯარით, გამოსყიდვის უფლებით).

0.114842