ფეხბურთი

14:19 | 17.08.2015 | ნანახია 3542 - ჯერ

ოტამენდიმ “სიტი” ირჩია

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ არჩევანი გააკეთა. ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ ის ახალ სეზონს მანჩესტერში დაიწყებდა, მაგრამ გასარკვევი რჩებოდა “იუნაიტედის” მაისურს მოირგებდა თუ “სიტისას”.

AS-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა არჩევანი “ქალაქელებზე” შეაჩერა.

წინასწარი ინფორმაციით, “სიტი” ტრანსფერის საფასურს მხოლოდ ფულით კი არ გადაიხდის, ესპანეთში ფეხბურთელსაც გაუშვებს. 40 მილიონი ევროს პარალელურად, “ვალენსია” კომპენსაციის სახით მცველ მანგალასაც მიიღებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:10 | 10.08.2013
mushni (93569)

ბოლტი ლეგენდაააააააა მიდი ჰუსეინ

0.06197
3542