ფეხბურთი

23:40 | 16.08.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“მგლები” და “თხები” მოგებით იწყებენ

“ვოლფსბურგმა” რთული გამარჯვება მოიპოვა “აინტრახტთან”. “მგლები” ისე ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდნენ, როგორც წინა სეზონში მიგვაჩვიეს, მაგრამ სამი ქულა მაინც მიითვალეს. ჯერ ხორვატმა პერიშიჩმა გამოიყენა კრუზეს პასი, ხოლო რამდენიმე წუთში ჰოლანდიელმა დოსტმა მახვილი კუთხიდან გაიტანა. 2:0 დიდხანს არ შენარჩუნებულა, ფრანკფურტელმა რაინარტცმა თავით შეამცირა სხვაობა.

ეს ყველაფერი საწყის 19 წუთში მოხდა. დარჩენილ დროში ცოტა დუნე თამაში ვიხილეთ, იშვიათად იქმნებოდა მომენტები. ყველაზე კარგი შანსი “აინტრახტის” შემტევ ვალდშმიდტს ჰქონდა, მაგრამ მეკარე კასტელს ახლოდან ვერ აჯობა.

მოკლედ, სტუმრები არათუ ჩამორჩნენ, თამაშით სჯობდნენ კიდეც მეტოქეს, მაგრამ მაინც წააგეს.

მეორე შეხვედრაში “კიოლნმა” იმარჯვა, “შტუტგარტს” გასვლაზე 3:1 სძლია. “თხები” კარგად იცავდნენ თავს და განსაკუთრებით გამოირჩოდა მეკარე ჰორნი, რომელმაც არაერთი რთული ბურთი აიღო. გოლები ბოლო 15 წუთში გავიდა და ოთხიდან სამი შტუტგარტელთა კარში... მიუხედავად იმისა, რომ ენტონი უჯა აღარ ჰყავთ, კიოლნელები კონტრშეტევებზეც გააზრებულად თამაშობდნენ.

მასპინძლებმა კი მიზანი ვერა და ვერ გაისწორეს. 28-ჯერ დაარტყეს კარისკენ, მაგრამ რად გინდა, მხოლოდ ერთ გოლს გამორჩნენ.

პირველი ტური

ვოლფსბურგი-აინტრახტი 2:1 (2:1)

ვოლფსბურგი: კასტელსი, ტიმ კლოზე, ნალდო, არნოლდი (ტრაში 78), როდრიგესი, გულავოგი, ვიერინია, დე ბრუინი (ჰუნტი 75), პერიშიჩი, მაქს კრუზე, დოსტი (ბენდტნერი 86)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

აინტრახტი: ჰრადეცკი, აბრაჰამი, ოცზიპკა, რუში (გერეზგიე 77), სამბრანო, აიგნერი, ჰასებე, ინუი (იგნიოვსკი 46), რაინარტცი, სეფეროვიჩი, კასტაინოსი (ვალდშმიდტი 83)

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლები: 1:0 პერიშიჩი (13), 2:0 დოსტი (17), 2:1 რაინარტცი (19)

გაფრთხილება: დე ბრუინი (45), სამბრანო (45)

მსაჯი: დინგერტი

ბურთის ფლობა %: 59-41, დარტყმა: 5 (3) – 13 (6), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 3-7, სეივი: 5-1, ჯარიმა: 14-19

შტუტგარტი – კიოლნი 1:3 (0:0)

შტუტგარტი: ტიტონი, ბაუმგარტლი, ინსუა (ტიმო ვერნერი 85), კლაინი, დიდავი, გენტნერი, ჰლუშეკი, რუპი (მაქსიმი 76), ჰარნიკი (კლიმენტი 81), კოსტიჩი, გინჩეკი

მწვრთნელი: ალექსანდრ ზორნიგერი

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (ცოლერი 68), ჰაინცი, სორენსენი, ჰექტორი, ბიტენკური, გერჰარდტი (ფიოგტი 46), იოჟიჩი (ოსაკო 55), ლემანი, რისე, მოდესტე

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლები: 0:1 მოდესტე (75 პენ), 0:2 ცოლერი (77), დიდავი (79 პენ), 1:3 ოსაკო (90)

გაფრთხილება: ბაუმგარტლი (34), სორენსენი (61), ფიოგტი (61), გენტნერი (66), ინსუა (71)

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა %: 54-46, დარტყმა: 28 (8) – 9 (5), კუთხური: 13-3, თამაშგარე: 4-5, სეივი: 2-7, ჯარიმა: 13-8

თეგებიბუნდესლიგა

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:52 | 02.05.2017
araza-1918 (6330)

კაშიას დარათ ქართულ სოჭში თასს ასწევან ან ურალის ქართველები ტაბიძე ჭანტურია ლუნგუ ან კვირკველია

01:44 | 02.05.2017
federer (17) (15576)

მილიონი თქვენთვის და ჩემთვის არის ფული თორე ამხელა ჩემპიონატისთვის ეს დიდი არაფერიაა

01:43 | 02.05.2017
federer (17) (15576)

ბოლო ტურამდე მივიდეთ და მერე ვილაპარაკოთ, 3 წლით ადრე ჩააწყო რეალმა წლევანდელი ტურნირიი

19:08 | 01.05.2017
gogssi (3755)

ბარსა ორს გადაუხდის ოღONდ აქეთ მოუგონ

18:08 | 01.05.2017
stoned (1025)

ისე რამოდენიმე ტური დარჩა და ყველას რო მილიონი გაუმაზოს (უკვე თუ არ გაუმაზა) კი გახდება რეალი "ღირსეული" ჩემპიონი !

16:27 | 01.05.2017
ფლიპი (2755)

სად დაჭირდა ეს კონტრაქტი

14:52 | 01.05.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პერესისგან ესეთები არ მიკვირს

14:48 | 01.05.2017
O. Mertskhali (8101)

ოპაა

14:43 | 01.05.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

მილიონი ისკოსთვის, მილიონი ბარსასთან მოგებისთვის, მილიონიც ბოლო ტურში წაკუზვისთვის...
პერეს სამი მილიონი გაქვს გადასახდელი შე ჟმოტო DDDDDDDDDD

0.091071