კალათბურთი

16:15 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიამ მოგებები გაასამა

ევრობასკეტ-2015-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ჰოლანდიამ მოსამზადებელი ციკლი 5 მარცხით გახსნა, მას შემდეგ კი, მიჯრით 3 გამარჯვება იზეიმა.

ტოონ ვან ჰელფტერენის შეგირდებმა იოლი მოგება მიითვალეს ილინოისის უნივერსიტეტის გუნდთან, რომელიც “ნარინჯისფერთათვის” საკადრისი მოწინააღმდეგე ვერ გამოდგა.

ამერიკელებს პირველ ტაიმში კიდევ არა უშავდათ და მხოლოდ 3 ქულით დამარცხდნენ, შესვენების შემდეგ კი, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ 81:54 იმარჯვეს.

თამაშის საუკეთესო კალათბურთელი შაფტენაარი გახდა, რომელმაც 21 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ამასთან, 7-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო.

ისვე გამოირჩა 2 დღის თავზე დიდ ბრიტანეთთან მოგებულ (69:63) მატჩში, რომელშიც ჰოლანდიელებმა მეტოქე მხოლოდ დასკვნით მეოთხედში “გატეხეს”. შაფტენაარმა ამჯერად 24 წუთში 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებთა მატჩი ლეიდენის სამთა ტურნირის ეგიდით შედგა, რომლის კიდევ 1 მონაწილე პორტუგალია გახლავთ.

დღეს, ტურნირის დასკვნით მატჩში ჰოლანდიელები სწორედ პორტუგალიას ეთამაშებიან, რომელთაც დიდ ბრიტანეთთან მატჩი 66:76 დათმეს.

ჰოლანდია – ილინოისის უნივერსიტეტი 81:54 (20:14, 10:13, 22:12, 29:15)

ჰოლანდია: ფრანკე (10 წ. 13 ქ.), უილიამსი (21 წ. 2 მ. 5 პ.), ვ.დე იონგი (24 წ. 6 ქ. 3 მ. 3 ჩ.), კლოოფი (19 წ. 7 ქ. 6 მ. 3 მ.), ხერაზი (14 წ. 2 ქ. 3 მ.), პაგტერი (3 წ.), კოენისი (4 წ.), აკერბოომი (17 წ. 4 ქ. 3 მ.), შაფტენაარი (21 წ. 18 ქ. 6 მ.), ნ.დე იონგი (17 წ. 6 ქ.), სმეულდერსი (13 წ. 12 ქ. 6 მ.), ნორელი (19 წ. 10 ქ. 4 მ.), სლაგტერი (18 წ. 2 ქ. 4 მ. 4 პ.).

მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.

ჰოლანდია – დიდი ბრიტანეთი 69:63 (18:13, 18:15, 15:24, 18:11)

ჰოლანდია: ფრანკე (8 წ. 8 ქ.), უილიამსი (18 წ. 4 მ.), ვ.დე იონგი (13 წ. 2 ქ. 5 მ.), კლოოფი (22 წ. 7 ქ. 6 მ. 3 პ.), ხერაზი (15 წ. 2 ქ.), აკერბოომი (21 წ. 9 ქ. 5 მ.), შაფტენაარი (24 წ. 16 ქ. 7 მ.), ნ.დე იონგი (16 წ. 2 ქ.), სმეულდერსი (17 წ. 10 ქ. 5 მ.), ნორელი (23 წ. 8 ქ. 7 მ. 3 პ.), სლაგტერი (23 წ. 5 ქ. 4 პ.).

მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.

0.117868