ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ სიტისთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები მანუელ პელეგრინის შესახებ დაეკითხნენ.
ჩილელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, კითხვაზე გაუკვირდა თუ არა “არისტოკრატთა” თავკაცს “ქალაქელთა” გადაწყვეტილება, პორტუგალიელმა შემდეგნაირად უპასუხა: “რატომ? სხვა კლუბი 15 წელი იმედგაცრუებულია და კვლავ იგივე მწვრთნელი ჰყავთ.”
ლონდონის “არსენალმა” ბოლოს პრემიერლიგა 2003/04 წლებში მოიგო. ასოციაციის თასი “მეთეფეებმა” ბოლო ორ წელიწადში ზედიზედ მეორედ მოიგეს. არსენ ვენგერმმა მოურინოსთან 14 დაპირისპირებაში პირველი გამარჯვება “ქომუნითი შილდზე” 2 აგვისტოს იზეიმა.