ესპანური მედიის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალს” ისკოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. “ბიანკონერი” ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს “ბაიერნში” გადასული არტურო ვიდალის შემცვლელად მოიაზრებს.
როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის ფეხბურთელი მზადაა “იუვენტუსთან” მოსალაპარაკებლად, ხოლო “რეალს” ისკოსთან განშორება არ სურს.
გასულ სეზონში ისკომ “სამეფო გუნდის” მაისურით ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.