პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მოასპარეზე “ფეირენსეს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის მეკარე გიორგი მაკარიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს.
ქართველ ლეგიონერს შანსი ექნება “ჯვაროსნების” რიგებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 4 სექტემბერს შოტლანდიის, ხოლო 7 სექტემბერს ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშოს.
საქართველოს ნაკრებში გიორგი მაკარიძეს დებიუტი 2007 წლის 12 სექტემბერს აზერბაიჯანთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, 17 წლის ასაკში, კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობის დროს ჰქონდა.
ბოლოს გიორგი ეროვნულ გუნდის განაცხადში ჰექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობის დროს 2008 წლის 6 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში გახლდათ. მოედანზე კი გუნდის ღირსება იმავე წლის 26 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაიცვა.