ფეხბურთი

23:11 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” კალინიჩი დაიმატა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “დნიპროს” ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი კარიერას “ფიორენტინაში” გააგრძელებს. 27 წლის თავდამსხმელმა “იებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო მიიღეს უკრაინელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ. ხორვატი “დნიპროს” ღირსებას ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში იცავდა და 125 ჩატარებულ შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111728