იტალიის ნაკრების წევრობის კანდიდატი და “რომას” თავდამსხმელი მატია დესტრო კარიერას “ბოლონიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “კორიერე დელო სპორტი” იუწყება.
24 წლის ფორვარდის აგენტი კლაუდიო ვიგორელი და “ბოლონიას” სპორტული დირექტორი პანტალეო კორვინო უკვე შეთანხმდნენ. “რომასა” და “ბოლონიას” შორის კი შეთანხმება აქამდეც მიღწეული იყო.
დესტრო ახალ სეზონს “რენატო დალ არაზე” იჯარის წესით გაატარებს, ხოლო ერთი წლის შემდგომ “როსობლუ” მას 9 მილიონ ევროდ გამოისყიდის და 4 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. რაც შეეხება იჯარის ღირებულებას, იგი 1 მილიონ ევროს შეადგენს. დესტრო ახალ გუნდში ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევრო მიიღებს.
მატია დესტრო “რომაში” 2012 წელს გადავიდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “მილანში” გაატარა. დესტროს იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.