ფეხბურთი

19:13 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოური პაპუნაშვილს არ ენდო

გერმანიის მესამე ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩი ჩაატარა ბერემენის “ვერდერის” სარეზერვო გუნდმა და სტუმრად “ჰოლშტეინთან” 0:3 დამარცხდა.

ბრემენელთა განაცხადში გახლდათ თბილისის “დინამოს” საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, თუმცა ალექსანდერ ნოური ქართველს არ ენდო და გიორგი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ გამწესებული.

პაპუნაშვილმა “ვერდერის” 23-წლამდელთა გუნდში მხოლოდ “კოტბუსის” წინააღმდეგ მეორე ტურში ითამაშა და მოედანზე 18 წუთი დაჰყო. სამი ტურის თავზე ბრემენელები მესამე ბუდესლიგაში 3 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

0.130344