ფეხბურთი

17:15 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბილიამ “მანჩესტერს” გეგმები ჩაუშალა

იტალიური მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ “ლაციოსთან” ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს, რომლის მიხედვითაც გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.

სამხრეთამერიკელი მოთამაშე დიდი ხანია “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნეა, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” არგენტინელის ტრანსფერის განხორციელება ვერ მოახერხეს. ახალი ცნობის თანახად კი მოთამაშე რომაული გუნდის დატოვებას არ აპირებს.

0.115545