ფეხბურთი

16:16 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ნ’ჯიე გაიფორმა

“ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კამერუნის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი კლინტონ ნ’ჯიე კარიერას ინგლისურ გუნდში გააგრძელებს. აფრიკელმა შემტევმა ლონდონელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ლიონის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარი გუნდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს - 43 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 250 ათასიდან 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.123578