ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ნათან აკემ “არისტოკრატებთან” ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი მომდევნო სეზონში “უოტფორდის” ღირსებას ერთწლიანი იჯარის წესით დაიცავს.
ჰოლანდიელი “ჩელსის” 2011 წელს “ფეინოორდიდან” შეუერთდა. მთავარი გუნდის რიგებში ნახევარმცველს 12 მატჩი აქვს ჩატარებული. 2012/13 წლების სეზონში აკე კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.