ჰოლანდიაში სტარტი აიღო ერედივიზიონის მეორე ტურმა. არნემში, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესმა” ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა კერკადეს “როდას” ადვილად აჯობეს – 3:0.
“ვიტესის” ქართველმა კაპიტანმა კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის დარად, თავიდან ბოლომდე გაისარჯა ყაზაიშვილიც.
“ვიტესს” ორი ტურის შემდგომ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის პირველ პოზიციაზე იმყოფება.