ფეხბურთი

21:07 | 14.08.2015 | ნანახია 524 - ჯერ

"იუვეს" ასამოა უბრუნდება

იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი კვადვო ასამოა ვარჯიშის განახლებას სამ კვირაში შეძლებს. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი იუწყება.

"განელ ფეხბურთელს ბარსელონაში გამოკვლევა ჩაუტარდა და იგი ვარჯიშს სამი კვირის შემდეგ დაიწყებს", - წერს "ბიანკონერის" საიტი.

26 წლის კვადვო ასამოა, რომელიც "იუვეში" 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ტრავმირებული გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული გახლდათ.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063208
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
524