სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:44 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალბუენა სამშობლოში დაბრუნდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მატიე ვალბუენა საფრანგეთში დაბრუნდა. 30 წლის შემტევი კარიერას ლიონის "ოლიმპიკში" გააგრძელებს ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი იუწყება.

ვალბუენა "დინამოში" ერთი წლის წინ გადავიდა და რუსული გუნდის რიგებში 29 მატჩში 6 გატანილ გოლთან ერთად 12 საგოლე პასიც გააკეთა. მატიეს საფრანგეთის ლიგა 1-ში 242-ჯერ აქვს ნათამაშები, ხოლო ნაკრების შემადგენლობაში 48 მატჩში იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121763