ფეხბურთი

18:27 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეპე "კიევოსთვის" გაირჯება

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სიმონე პეპე კარიერას ვერონას "კიევოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ვერონული გუნდის ვებგვერდი იუწყება. პეპე "მფრინავ ვირებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"მადლობა ყველაფრისთვის "იუვეს". "კიევო" კი სწორი არჩევანია, ბენიერი ვარ, რომ ამ გუნდში მოვედი", - თქვა 31 წლის სიმონემ.

სიმონე პეპე "იუვენტუსში" 2010 წელს "უდინეზედან" გადავიდა და პირველი-ორი სეზონი ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდებოდა, შემდგომ კი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, თითქმის სამი წელი გაუცდა. პეპეს იტალიის ნაკრებში 23-ჯერ უთამაშია.

0.117301