ფეხბურთი

18:15 | 14.08.2015 | ნანახია 0 - ჯერ

"იუვემ" ვიდალის შემცვლელი გერმანიაში იპოვა

იტალიის ჩემპიონი ტურინი "იუვენტუსი" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ილქაი გუნდოგანის სამსახურით ინტერესდება. ამის შესახებ ტურინული გამოცემა "ტუტოსპორტი" წერს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას მიუნხენის "ბაიერნში" გასხვისებული არტურო ვიდალის იდეალურ შემცვლელად სწორედ თურქული ფესვების მქონე გერმანელი მიაჩნიათ.

24 წლის გუნდოგანს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გააფორმა. მიუხედავად ამისა, აპენინური მედია ირწმუნება, რომ გუნდოგანსა და "დორტმუნდს" შორის სრული იდილია არ სუფევს.

ილქაი გუნდოგანი "სიგნალ იდუნა პარკზე" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გერმანიის ნაკრებში კი აქამდე 11-ჯერ უთამაშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 12.05.2015
Chat shit get banged (1127)

სუარესის გარეშე ნოლია ურუგვაი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065081
სარეკლამო ადგილი - 99
X x X