“ესპანიოლის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბარსელონურმა გუნდმა “ვილიარეალისგან” ხერარდ მორენო დაიმატა. ესპანელმა თავდამსხმელმა ახალ გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ესპანიოლს” ფეხბურთელის გადაბირება 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა, “ვილიარეალმა” კი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50% დაიტოვა.
გასულ სეზონში მორენომ ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.