კატალონიის “ბარსელონამ” თბილისში გამართული უეფას სუპერთასის მოგებით ევროპაში ტიტულების რაოდენობის მიხედვით რეტინიგში პირველობა მოიპოვა.
“ბლაუგრანამ” თბილისურ თრილერში “სევილია” დამატებითი დროის ჩათვლით 5:4 დაამარცხა და უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე რიგით მე-19 ტიტული მოიხვეჭა. “ბლაუგრანამ” მადრიდის “რეალს” გადაასწრო, “სამეფო კლუბს” 18 ჯილდო აქვს მოგებული. მესამე პოზიციას “მილანი” (18) იკავებს, მეოთხეს - “ლივერპული” (11), მეხუთეს – “ბაიერნი” (11), მეექვსეს კი – “იუვენტუსი”.
ფიფას საერთო რეიტინგში კი პირველობას ჯერჯერობით არ თმობს ეგვიპტური “ალ-აჰლი”. აფრიკულმა გუნდმა 20 ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილზე “ბარსელონაა”. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს 18 ტიტულით “რეალი”, “მილანი” და “ბოკა ხუნიორსი” ინაწილებენ, ხოლო მეექვსე პოზიციაზე “ინდეპენდიენტეა” (16).