ფეხბურთი

13:16 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო "არსენალში" - ლორია "ოლიმპიაკოსის" ძირითადში

ლონდონის "არსენალი" საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ესპანელი მეკარის რობერტო ხიმენისის შესაძენად მზადაა. ამის შესახებ აქტიურად წერს ბრიტანული მედია. ალბიონელი ჟურნალისტების ნარკვევით, "მეთოფეები" პირინელ კიპერში 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ. არსენ ვენგერს რობერტოს ყიდვა პეტერ ჩეხის დუბლიორად სურს, რადგან გუნდი უკვე დატოვა ვოიცეხ შჩესნიმ, ხოლო დავიდ ოსპინას მომავალი ბურუსითაა მოცული.

ინგლისელი ჟურნალისტების იმასაც წერენ, რომ რობერტოს გასხვისების შემთხვევაში პირეოსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში რობერტოს ქართველი გიორგი ლორია ჩაანაცვლებს, რომელიც გუნდს მიმდინარე ზაფხულს კრეტას ოფიდან შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111119