კალათბურთი

1:07 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზორან დრაგიჩი “ხიმკიში” ითამაშებს

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზორან დრაგიჩი, რომელსაც სექტემბერში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშიც მოუწევს, რუსულ ხიმკიში ჩაირიცხა.

26 წლის უკანახაზელმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და არაოფიციალური ინფორმაციით, პირველ სეზონში ერთ მილიონ ევროს მიიღებს, მეორეში კი – 1.1 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა დრაგიჩმა გასული სეზონი ნბა-ში გაატარა და “ფინიქს სანზის” და “მაიამი ჰითის” მაისურით ჯამში 16 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 1.8 ქულა და 0.5 მოხსნა იყო.

ზაფხულში ფლორიდელებმა სლოვენიელი კალათბურთელი “სელტიქსში” გაუშვეს, თუმცა, ბოსტონელებმა მისი შენარჩუნება აღარ ისურვეს.

ამგვარად, ზორანს თბილისის სპორტის სასახლეშიც ვიხილავთ, როდესაც “ხიმკი” ვთბ-ლიგის ეგიდით “ვითასთან” სათამაშოდ ჩამოვა.

0.137015